четверг, 18 декабря 2008 г.

შემაჯამებელი გაკვეთილი მათემატიკაში

27 ნოემბერს ( І ტრიმესტრის ბოლო დღეს) ٧ ბ კლასში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი მათემეტიკაში,რომელიც მიეძვნა ჩვენს მიერ აღჩეულ პროექტს “ნარცისი და ტიტა“.

აქტივობა:
І ტრიმესტრში შესწავლილი მასალის გამეორება. І ტრიმესტრში შესწავლილი ამოცანების ამოხსნა,რომლის შინაარსი ნარცისთან და ტიტასთან იქნება დაკავშირებული.ჯგუფური მუშაობა-კროსვორდების ამოხსნა.
რეზიუმე:
1. მოსწავლეები ხალისით ამოხსნიან ისეთ ამოცანებს რომლის შინაარსი დაკავშირებული იქნება ,მათ მიერ, უკვე შესრულებულ საქმესთან ანუ ნარციციცა დატიტის ბოლქვების დარგვასთან;ამავე დროს პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისის კიდევ უფრო განიმტკიცებენ ცოდნას І ტრიმესტრში შესწავლილი ამოცანების ირგვლივ.გაიმეორებენ და განიმტკიცებენ თეორიულ მასალას
აქტივობის მიზანი:
• მოსწავლეები გაიწაფონ პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისის ლოგიკურ მსჯელობასა და
და მათ შემოწმებაში.
• ჩამოუყალიბდებათ კრიტიკული აზროვნება,მსჯელობის დასაბუთების უნარი.
• მიეცვევიან ამოცანების პრაქტიკულ -საყოფაცხოვრებო პირობებში გამოყენებას და პირიქით.
აქტივობის აღწერა.
გაკვეთილი დაიწყო გავლილი მასალის გახსენებით-ფრონტალური გამოკითხვით:
1. შეკრების ჯუფთებადობის კანონი.
2. რას უდრის ნაბისმიერი რიცხვის 1-ზე ნამრავლი?
3. გამრავლების განრიგებადობის კანონი.
4 როგორია გაყოფისას მიღებული ნაშთი გამჯოფთან შედარებით?
5. რას უდრის მოცემული რიცხვისა და ამავე რიცხვის სხვაობა?
6. რას უდრის a თუ 12a=0?
7. რიცხვი 2398 დაამრგვალეთ მეასედამდე!
8. რას ნიშნავს 34?
9. რას უდრის 2700/900?
10. რა რიცხვი მიიღება ნაშთში რიცხვის 3-ზე გაყოფისას? (7-8 წთ)
მოცემულ კითხვებს მოსწავკეებმა სწრაფად უპასუხეს,(რის გამოც არ გაგვჭირვებია დროში ჩატევა) შემდეგ მოსწავლეებმა ამოიხსნეს შემდეგი ამოცანები:
• სკოლის წინ ბაღჩებში დასარგავად თამარმა მოიტანა სკოლაში ნარცისის 19 ბოლქვი,ქეთიმ კი 4 ჯერ მეტი. ნარცისის რამდენი ბოლქვი მოიტანა ორივემ?
ამოხსნა:
თამარმა მოიტანა______19
ქეთიმ________________4-ჯერ მეტი
_______________________________
ორივემ ერთად_______?

ამოხსნა:

1. 19*4=76
2. 19+76=85
პას.: ორივემ ნოიტანა ნარცისის 85 ბოლქვი.

• #9 საჯარო სკოლის ٧ბ კლასეკებმა შეაგროვეს ნარცისისა და ტიტას 846 ბოლქვი.მათგან
124 ტიტას ბოლქვია.ტიტას ბოლქვი მეტია თუ ნარცისის და რამდენით?


ამოხსნა:
ტიტას ბოლქვი შეგროვდა 124 ცალი
სულ შეგროვდა_________846 ცალი
_________________________________
ნარცისის____________?
რომელი მეტი შეგროვდა? რამდენით?

ამოხსნა:

1. 846-124=722
2. 722-124=598
პას.: ნარცისის ბოლქვი შეგროვდა722ცალი.
ნარცისის ბოლქვი 598-ითმეტი შეგროვდა ვიდრეტიტას ბოლქვი.

• სკოლაში შეგროვდა ნარციცისა და ტიტას 846 ბოლქვი ,რომელიც უნდა დაერგო ٧ბ
კლასის ყველაზე აქტიურ 9 მოსწავლეს.დაახლოებით რამდენი ბოლქვის დარგვა მოუწევს თითოეულ მათგანს?
ამოხსნა:

ნარცისისა და ტიტას ბოლქვი-846
მოსწავლე ________________ 9
____________________________________
რამდენი ბოლქვი უნდა დარგოს თითოეულმა?

ამოხსნა:

846/9=94
81
_________
36
36
_________
0
თითო მოსწავლეს შეხვდება 94 ბოლქვი
პას.:თითო მოსწავლეს მოუწევს დაახლოებით 90 ბოლქვის დარგვა.

• მოსწავლეებმა ნარცისისა ბოლქვებით ბაღჩაზე გააკეთეს წარწერა: „აი ია“ „ი“ასოს დაწერას დაჭირდა ნარცისის 200 ბოლქვი, ხოლო ასი „ა“-ს დაწერას_____150.სულ რამდენი ბოლქვი დაიხარჯა „აი ია“-ს დასაწერად?

ამოხსნა:
„ი“ ასოს დასჭირდა_______200 ბოლქვი
„ა“ ასოს__________________150ბოლქვი
_____________________________________
სულ რამდენი დასჭირდა?

ამოხსნა:

2*200+2*150=400+300=700
პას.: „ აი ია“-ს დაწერას დასჭირდა ნარცისის 700 ბოლქვი.


• ٧ ა , ٧ ბ და ٧ გ კლასის მოსწავლეებმა შეაგროვეს ნარცისისა და ტიტას ბოლქვები.٧ ა კლასმა სულ შეაგროვა 127 ბოლქვი, ٧ გკლასმა ორჯერ მეტი, ხოლო ٧ ბკლასმა 84ბოლ-
ქვით მეტი ვიდრე ٧ ა და ٧ გ კლასის მოსწავლეებმა ერთად.რამდენი ბოლქვი შეგროვდა სულ?

ამოხსნა:
٧ ა კლასი___________127 ბოლქვი
٧ გ კლასი__________ორჯერ მეტი
٧ ბ კლასი__________٧ ა + ٧ გ+84 ბოლქვი
______________________________________
სულ_________________?

ამოხსნა:
٧ ა____________________127
٧ გ___________________127*2=254
٧ ბ ___________________127 + 254-92=381 + 84= 465
სულ____________127 + 254 + 473=381+465=8 46
პას.: ცულ შეგროვდა 846 ბოლქვი. (20 წთ)

ამოცანების ამოხსნის შემდეგ კლასი გავყავი გოგონებისა და ვაჟების ჯგუფებად. ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი გამოვყავი ,რომლებმაც აიგჩიეს ფურცლები,სადაც
მითითებული იყო კროსვორდის სახელი „ნარცისი“ და „ტიტა“.
ვაჟების ჯგუფს შეხვდა „ტიტა“,ხოლო გოგონების ჯგუფს „ნარცისი“
1.a*0=
2.10 ხარისხად3=
3. 7ხარისხად8 რა ჰქვია ამ გამოსახულებას?

4. რიცხვი იწერება...
5. ნახაზი,რომელიც თვალსაჩინოდ
უჩვენებს რაიმე მოვლენას,ფაქტს.
6.როგორია განაყოფი როდესაც გა-
ყოფა ნაშთიანია.
7. რა ჰქვიათ რიცხვებს რომლებიც
ორზე არ იყოფა?







1. მრავალკუთხედის გვერდების სიგრზეების
2. გამრავლების ერთ-ერთი კანონი.
3. თვლის დროს დასახელებული
რიცხვები
4. უცნობის შემცველი ტოლობა

ჯგუფებმა კროსვორდები ამოხსნეს 7 წუთში. პრეზენტაციას დაეთმო 5 წუთი.
მოსწავლეები შევაფასე, გამოვუცხადე І ტრიმესტრის ნიშნები და ბედნიერი დასვენება ვუსურვე ორშაბათამდე.